შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გეგმები

გაკვეთილის გეგმა

სკოლის დასახელება

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა

პედაგოგის სახელი და გვარი

ირინა ბერეკაშვილი

საგანი

ისტორია X კლასი

გაკვეთილის თემა

საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია

გაკვეთილის ხანგრძლივობა

45 წთ. (1 საგაკვეთილო საათი)

კლასის დახასიათება

X კლასი წარმოდგენილია 10 მოსწავლით. კლასის საერთო დონე დამაკმაყოფილებელია. მოსწავლეების უმეტესობა სტაბილურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, აქვთ საჭირო საბაზო ცოდნა, შეუძლიათ ინფორმაციის არსში წვდომა, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევა, ანალიზის გაკეთება, არიან მოტივირებულები. თუმცა ზოგჯერ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში დაბალია.

კლასში არ არის სსსმ მოსწავლე.

მიზანი

მოსწავლე შეძლებს ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე მსჯელობას, გააანალიზებს და შეაფასებს ისტორიული მოვლენისგანსხვავებულ ინტერპრეტაციებს.

გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა ესგ პროგრამის შედეგებთან და ინდიკატორებთან

ისტ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემაზე, მისი წარმოშობის ისტორიასა და მიზეზებზე, ადარებს წელთაღრიცხვის ძველ სისტემებს თანამედროვე საყოველთაოდ გავრცელებულ მოდელს; მსჯელობს ქართული წელთაღრიცხვის სისტემაზე;
·         იცნობს კალენდრის სხვადასხვა სისტემას, ადარებს მას მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ კალენდართან;
·         იცნობს ისტორიის პერიოდიზაციის ძირითად ძველ და თანამედროვე მოდელებს, მსჯელობს მათ შესახებ;
·         იცნობს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ძველ და თანამედროვე მოდელებს. ადარებს მას მსოფლიოში დღეს არიარებულ ისტორიის პერიოდიზაციასთან.
      ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს და შეაფასს ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

მსჯელობს ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული  ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი  მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში; 
ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.

საკლასო ორგანიზების ფორმები

ინდივიდუალური მუშაობა;
საკლასო მუშაობა;

ჯგუფური მუშაობა

წინარე ცოდნა

წ.აღ-ის სისტემები, მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაცია (სამწევროვანი და ოთხი მონარქიის მიხედვით).

გაკვეთილის მსვლელობა

მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
Ø  აქტივობა 1- წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ვსვამ შეკითხვებს: (5 წთ.)
1)    რას ეფუძნება წ.აღ-ის სისტემა?
2)    რომელი მოსაზრება მიგაჩნიათ მართებულად-მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციასთან დაკავშირებით?(ოთხი მონარქიის მიხედვით თუ სამწევროვანი პერიოდიზაცია? გაიხსენებენ 1469 წელს ნიკოლაოს კუზანელის ამბავს).
3)    რას ეფუძნებოდა მარქსისტული პერიოდიზაცია?
Ø  აქტივობა 2- მინი ლექცია (10 წთ.)
(მასწავლებელი მინი ლექციას ატარებს წინასწარ საპრეზენტაციო ფორმით პოვერ პოინტში აწყობილი სლაიდებით).
მიზანი: მოსწავლე გაეცნობა საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას.
შედეგი: მოსწავლე იმსჯელებს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის მნიშვნელობაზე.
Ø  აქტივობა 3- წყაროებზე მუშაობა. (15 წთ.)
მოსწავლეებს დავავალებ გაკვეთილის ტექსტის ბოლოს გვ.37-ზე წყარო 1 ინდივიდუალურად გაცნობას. დაადგენენ რომელ მეფეზე და რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი.
ჯიქსოს მეთოდით კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს ვაძლევ სახელმძღვანელოს  გვ.37 წყარო 2 , მეორე და მესამე ჯგუფი იმუშავებს დამატებით წყაროზე - ლეონტი მროველი ,,მეფეთა ცხოვრება“.
მიზანი: ინფორმაციის დახარისხება, სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება, ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგი:ხელს უწყობს მიზანთან სიახლოვეს და რაც მთავარია მოსწავლეს მასალას გაააზრებინებს მთლიანობაში.
Ø  აქტივობა 4- შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია. (10 წთ.)
მიზანი: ლოგიკური აზროვნების განვითაება მოსწავლეებში.
შედეგი: არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება მოსწავლეებში.
Ø  აქტივობა 5- შეფასება და თვითშეფასება (5 წთ.)

განმავითარებელი და განმსაზღვრელი

სასწავლო რესურსები

ისტორია X კლასი (მოსწავლის წიგნი). ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი 2012 წელი.
ისტორია X კლასი (მასწავლებლის წიგნი). ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი 2012 წელი.

ინტერნეტრესურსი -  http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_tskhovreba/mroveli1-1-2.htmფოტომასალა; კომპიუტერი; პროექტორი; ფლიპჩარტის ფურცელი; მარკერი.


მასწავლებელი აფასებს პრეზენტატორს შემდეგი კრიტერიუმებით:
 

კრიტერიუმები

ქულები

 საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად

 საუბარი არგუმენტებულია

 თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს

 იღებს კრიტიკულ შენიშვნებს

 იცავს საუბრისას დროის ლიმიტს







გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ირინა ბერეკაშვილი; 

საგანი: ისტორია

სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/ X

მოსწავლეთა რაოდენობა: 10

გაკვეთილის თემა: საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა, როგორც ისტორიული წყარო

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს წერილობით წყაროზე დაყრდნობით იმსჯელოს ისტორიის განსხვავებული მნიშვნელობის შესახებ. შეადარებს, კრიტიკულად შეაფასებს და ჩამოაყალიბებს საკუთარ შეხედულებას სხვადასხვა ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ.

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო  რესურსები

დრო (წთ.)

1

კითხვა-პასუხი

1.            როგორი ტიპის წყაროებს იცნობთ?

2.            თქვენი აზრით, რომელი ისტორიული წყაროა უფრო სანდო და რატომ?

 

წინარე ცოდნის გააქტიურება

 

 

მთელი კლასი

სახელმძღვანელო

4 წთ.

2

მოსწავლეებს გავაცნობ საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვას, როგორც ისტორიულ წყაროს.

მინი ლექცია

მთელი კლასი

სახელმძღვანელო

5 წთ.

3

სახელმძღვანელოში მოცემულ წერილობით წყაროზე მუშაობა:

კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. მოსწავლეებს დავავალებ გაკვეთილის ტექსტის ბოლოს გვ.247-ზე წყარო 1 გაცნობას.

უპასუხებენ ტექსტის ბოლოს მოცემულ შეკითხვებს.

პრეზენტაცია

ჯგუფური

სახელმძღვანელო

17 წთ.

 

4

დამატებით წყაროზე მუშაობა-ნაწყვეტი ,,რონალდ რეიგანის საჯარო სიტყვიდან“

წერილობითი წყაროს ანალიზი.

(1.ვის მიმართა რეიგანმა ამ სიტყვით?

2.რა არის ამ მიმართვის მიზანი?

3. დაასახელეთ წარმოთქმული სიტყვიდან ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე ფრაზა. )

მთელი კლასი

დამატებითი წყარო

 

 

 

 

 

 

 

 

 

8 წთ.

 

5

დამატებით წყაროზე მუშაობა-ვიდეოჩვენება და წაკითხვა. (ერთიდაიგივე წყაროს შედარება: მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სიტყვა).

მსჯელობა განსხვავებებზე, რომლებიც გამოწვეულია ერთიდაიგივე სიტყვის სხვადასხვა ფორმით წარმოდგენით.

მთელი კლასი

კომპიუტერი, პროექტორი,

დამატებითი წყარო.

8 წთ.

5

შეფასება, გაკვეთილის შეჯამება.

განმავითარებელი შეფასება (ზეპირი), განმსაზღვრელი შეფასება (სქემით).

ინდივიდუალური

 

3 წთ.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ისტ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

 

·         მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ისტორიის განსხვავებული მნიშვნელობების შესახებ.

 

ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს და შეაფასს ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციები.

 

·         ადარებს ორ წყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას, ან გვაძლევს ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას.

    • ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;

შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი

  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

მოსწავლის სახელი, გვარი

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)

1

 

 

 

     

 

 

 

 

 

 

კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემოქმედებითი უნარი

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება

0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)

0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საუბარი (გამართულობა, ტემბრი)

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვალსაჩინოებების გამოყენება

0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აუდიტორიასთან კონტაქტი

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დროის ლიმიტის დაცვა

0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა:                     /ი.ბერეკაშვილი/

თარიღი:  26.04.2018 წელი.



No comments:

Post a Comment