საგანმანათლებლო
პროექტის გეგმა
|
სასწავლო
თემის ავტორი |
||
|
სახელი და გვარი |
ირინა ბერეკაშვილი |
|
|
რაიონი |
ტყიბული |
|
|
სკოლა |
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის
საჯარო სკოლა |
|
|
ქალაქი |
|
|
|
თემის მონახაზი |
||
|
თემის დასახელება |
||
|
„ სიცოცხლე მინდა“... |
||
|
თემის შინაარსი |
||
|
პროექტის თემაა
სუიციდის ანალიზი. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ
და შეკრიბონ მასალები აღნიშნული საკითხის ირგვლივ. დაამუშავონ მოძიებული ინფორმაცია,
გააანალიზონ ის პრობლემები და სუიციდის გამომწვევი მიზეზები. გააკეთონ
შესაბამისი დასკვნა: სუიციდი არ არის
გამოსავალი, სიცოცხლე უმთავრესია, რას კარგავენ სიცოცხლის მოსპობით.
|
||
|
საგანი |
||
|
მსოფლიო
კულტურა, ისტ. მოსწავლეებს განუვითარდებათ
კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის, საკუთარი აზრის
გამოხატვის, მსჯელობა-ანალიზისა და
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრების უნარები. გამოიყენებენ
მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ
საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და
გამოქვეყნებისათვის.
|
||
|
დონე/კლასი
|
||
|
მესამე საფეხური, X კლასი |
||
|
განხორციელების დროის
ჩარჩო |
||
|
ორი თვე - 28 მარტი-31 მაისი; 2- 45 წუთიანი გაკვეთილი. |
||
|
თემის
საფუძვლები |
||
|
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები |
||
|
არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.1. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის
ორბუნებოვნება: მემკვიდრული (ანატომიური და ფიზიოლოგიური) და შეძენილი (სოციალურ-კულტურული). შედეგი
მიღწეულია, თუ მოსწავლე: ·
მონაწილეობს დისკუსიაში და მისთვის ცნობილი
მაგალითების მოყვანით ასაბუთებს, რომ კულტურა არ გადაიცემა ბიოლოგიური გზით; ·
კლასში ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისას ერთმანეთისგან განასხვავებს
ადამიანში გენეტიკური და სოციალურ-კულტურული ფაქტორებით განპირობებულ ნიშან-თვისებებს; არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს
დრო, როგორც თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი რესურსი. შედეგი მიღწეულია, თუმოსწავლე: ·
განასხვავებსთანამედროვე ურბანული და ტრადიციული აგრარული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ დროის აღქმის თავისებურებებს და მსჯელობს ამის მიზეზებზე; ·
აცნობიერებსდროისერთიანაღქმასდაქცევისსინქრონიზებას,
როგორცთანამედროვესაზოგადოებისეფექტური ფუნქციონირებისაუცილებელპირობას; ·
ინდივიდუალურად ან ჯგუფში მუშაობისას ადარებს ერთმანეთს სკოლის შემდგომი დროის განაწილების საკუთარ და თანაკლასელების გრაფიკებს; მსჯელობს საქმიანობებში მიღწეულ წარმატებებსა და დროის რაციონალური განაწილების კავშირზე; ·
აანალიზებს,
მსჯელობს და მოყავს კონკრეტული მაგალითები საკუთარი ოჯახის, ნაცნობების და მეგობრების პრაქტიკიდან; ჯგუფური დისკუსიის დროს გაიაზრებს პრობლემებს საფინანსო ვალდებულებების დროში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით
და მოჰყავს მისთვის ცნობილი მაგალითები. |
||
|
მოსწავლეების
ამოცანები/სწავლის შედეგები |
||
|
1. პროექტის იდეის,
მიზნებისა და ვადების გაცნობა. 2. დავალებების გადანაწილება. 4. კონკრეტული დავალების
შესაბამის ვადებში შესრულება და წარმოდგენა. 5. ეტაპობრივად შემოწმება,
შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების
მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების
ეფექტურად გამოყენების, ვიდეორგოლების დამზადების, ინტერვიუს ჩაწერის მიზნით). 6. მოძიებული მასალის
დახარისხება. 7. საბოოლოო შეჯერება და
აუდიტორიისათვის წარდგენა. თითოეული მონაწილე წარადგენს
თავის მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის
სახით, აგრეთვე ისტ-ის
დახმარებით მოსწავლეები განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო,
კედლის გაზეთს და ბუკლეტებს. 8. შეფასება
მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორ იყო
წარმოჩენილი დავალება, ჩანდა თუ არა მოსწავლის აზრი და სიტუაციის ანალიზი. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
●
საღი მსჯელობა და აღქმა; ●
რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების
მიღება; ●
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. ●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით; ●
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის
კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა
და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა. ●
საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების
მონიტორინგი; ●
მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ
დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას; ●
ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ
დონეზე დახვეწის მიზნით; დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება.
|
||
|
მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვები |
||
|
ზოგადი კითხვა
|
რა გარემოებები იწვევს სუიციდს? |
|
|
|
|
|
|
შინაარსობრივი კითხვები |
თქვენი შესაძლებლობებისა და ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის ფარგლებში გამოიკვლიეთ და დააზუსტეთ ყველა ის შესაძლო ფაქტორი,
რაც იწვევს სუიციდს მოზარდებში და არამარტო მოზარდებში. შეძლებისდაგვარად დაასაბუთეთ თქვენი
მოსაზრება. |
|
|
შეფასების გეგმა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების დროის
ჩარჩო
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის მონიტორინგი განხორციელდა მოსწავლეთა
მიერ, შეფასდა საამისოდ გაწერილი დოკუმენტაციით.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების/შეფასების
ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეების შესაფასებლად ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას:
კომენტარებს, პრეზენტაციის რუბრიკებს, თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას. პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლის თვითშეფასების სქემა სახელი, გვარი------------------------------------------
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სხვა საკითხები |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საბაზისო
უნარ-ჩვევები |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მოსწავლეებმა უნდა აცნობიერებდნენ
და სათანადო ინტერპრეტირებას ახდენდნენ სუიციდის შესახებ, განიხილავენ
სოციალურ პრობლემებს იმ კონტექსტში რაც
დღეს აქტუალურია. ისტ-ის გამოყენება,
ინტერნეტით სარგებლობა, ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროდან. დამოუკიდებელი აზროვნებისა და
არგუმენტირების უნარ-ჩვევების ფლობა. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო პროცედურები |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მოსწავლეები
ისწავლიან ერთად მუშაობას, დავალებების სწორად შერჩევა-განაწილებას, რაც ხელს შეუწყობს
კომუნიკაციის უნარ-ჩვევის განვითარებას, მიეჩვევიან საკუთარი პოზიციის
გამოხატვასა და დაცვას,
აგრეთვე სხვისი აზრის მოსმენასა და პატივისცემას, მასალის წარმოდგენას
აუდიტორიის წინაშე და ელექტრონული პრეზენტაციის გამართვას. ამ
უნარ-ჩვევების გარეშე თანამედროვე განათლება წარმოუდგენელია. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების
გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა
ინტერესით გაინაწილეს დავალებები თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების
მიხედვით. დაიწყეს დამოუკიდებლად შესრულება. მათი სურვილით გადაწყდა
გაკვეთილი წარმართულიყო შემდეგი შინაარსით: ·
მასწავლებლის
შესავალი ნაწილი ·
ვიდეორგოლი
საინფორმაციო საშუალებებიდან სუიციდის შესახებ ·
ინფორმაცია სუიციდზე ·
საყოველთაოდ
გავრცელებული თამაში მოზარდებში ,,ლურჯი ვეშაპი“ ·
სტატისტიკა დიაგრამის
მეშვეობით ·
ინტერვიუები ·
დისკუსია დარბაზთან
(8-9-11 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები) ·
ცნობილი ადამიანების
სუიციდი ·
მწერლებისა და
პოეტების სუიციდი ·
მასობრივი სუიციდი ·
შეკითხვები
აუდიტორიასთან ,,მითი“ თუ ,,რეალობა“ ·
კედლის გაზეთის
პრეზენტაცია ·
ბუკლეტების დარიგება ·
ვიდეორგოლი ,,რას
კარგავენ სუიციდით“ ·
სიმღერა ,,მზე და ცა“ |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო თემისთვის
საჭირო მასალები |
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||||
|
Ø
კომპიუტერი Ø
ინტერნეტკავშირი |
Ø
საბეჭდი
მანქანა/პრინტერი Ø
პროექტორი |
|
|
|
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ
პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები ) |
||||
|
Ø
მონაცემთა ბაზა/ცხრილები Ø საგამომცემლო
პროგრამები Ø
ელფოსტის პროგრამა |
Ø ფოტო/სურათების
დამუშავება Ø
ინტერნეტძიება Ø
მულტიმედია
|
Ø ვორდის პროგრამა
|
|
|
|
ინვენტარი/მასალები |
საკლასო ოთახში
არსებული ინვენტარი, ფლიპჩარტის დაფა. |
|||
|
ინტერნეტრესურსები |
ვიკიპედია |
|||
|
სხვა რესურსები |
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები,(დირექცია,
კათედრის წევრები, შეფასების ჯგუფის წევრები), მოსწავლეები 8-9-11 კლასიდან,
მშობლები. |
|||






No comments:
Post a Comment