კონკურსისათვის მზადება

 

საქმიანობის ტიპი: პროექტი ,,კინო სკოლაში“ 2016 წლის სეზონის დასკვნითი ტურის, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“-თვის მზადება. ორიენტირებულია კინოგანათლების პოპულარიზაციაზე, მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

მიღწევის გზები: 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს ვაწყობდით კინოჩვენებებს, იმართებოდა დისკუსია, გუნდის წევრები ერთმანეთს უსვამდნენ წინასწარ მომზადებულ კითხვებს კინოხელოვნების ისტორიიდან.

მიზნობრივი ჯგუფი: პროექტში მონაწილე მოსწავლეთა შორის, ტესტირების გზით შერჩეული 6 გამარჯვებული წევრი.(ანი გოჩელაშვილი, რომან გოჩელაშვილი, ლილე ლანჩავა, ნაზი ერაძე, მეგი ბოჭორიშვილი, მარიამ ახვლედიანი).

      №

განსახორციელებელი აქტივობები

გამოყენებული რესურსები

აქტივობის განხორციელების

 თარიღი და დრო

              1

   კინოჩვენება ,, სახიფათო ფიქრები“ (ძირითადი მომენტების გახსენება).

დისკუსია

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი,

 დინამიკები.

01.11.2016 წელი

2.40 სთ.

  2

კინოჩვენება ,, ველოსიპედების გამტაცებლები“

(ძირითადი მომენტების გახსენება).

დისკუსია

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი,

დინამიკები.

04.11.2016 წელი

200 სთ.

  3

კინოჩვენება ,,გაიქეცი ლოლა, გაიქეცი“

(ძირითადი მომენტების გახსენება).

დისკუსია

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი,

 დინამიკები.

08.11.2016 წელი

200 სთ.

  4

2016 წლის 07-28 ოქტომბრის ჩათვლით ნანახი ფილმების: თრუმენის შოუ; ცხოვრება მშვენიერია;

400 დარტყმა; დღ, როცა დედამიწა გაჩერდა;

გრძელი ნათელი დღეები; ოქროს ციებ-ცხელება;

დისკუსია-განხილვა-შეკითხვების დასმა.

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი, დინამიკები.

მოსწავლეების მიერ წინასწარ მომზადებული შეკითხვები.

11.11.2016 წელი

300 სთ.

  5

კინოჩვენება ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“

,,ფსიქო“.

(ძირითადი მომენტების გახსენება).

დისკუსია

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი, დინამიკები.

15.11.2016 წელი

2.20 სთ.

  6

კინოჩვენება ,,ორი დღე ერთი ღამე“; ,,პერსონაჟი“

(ძირითადი მომენტების გახსენება).

დისკუსია

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი, დინამიკები.

18.11.2016 წელი

2.20 სთ.

  7

კინოჩვენება ,,12 განრისხებული მამაკაცი“;

(ძირითადი მომენტების გახსენება).

დისკუსია

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი, დინამიკები.

22.11.2016 წელი

200 სთ.

  8

პროექტის ფარგლებში განხორცილებული კინოჩვე-

ნებების შეჯამება, დისკუსია, შეკითხვების დასმა.

პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი, დინამიკები.

მოსწავლეების მიერ წინასწარ მომზადებული შეკითხვები.

25.11.2016 წელი

2.40 სთ.

 


                                                               რეფლექსია

      კინოგანათლების პოპულარიზაციის, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, ტესტური გამოკითხვით პროექტში მონაწილე მოსწავლეთა შორის,  6 გამარჯვებული წევრის (ანი გოჩელაშვილი, რომან გოჩელაშვილი, ლილე ლანჩავა, ნაზი ერაძე, მეგი ბოჭორიშვილი, მარიამ ახვლედიანი) მომზადება მოვახდინე პროექტი ,,კინო სკოლაში“ 2016 წლის დასკვნითი ღონისძიებისათვის ,,რა? სად? როდის?“ მონაწილეობის მისაღებად.

     ღონისძიება დაგეგმილი იყო 27 ნოემბრისათვის. 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს გუნდის წევრებთან ერთად ვაწყობდით პროექტის ფარგლებში ნანახი ფილმების კინოჩვენებებს. ეწყობოდა დისკუსია და მონაწილეების მიერ შეკითხვების დასმა. ჩატარებული აქტივობები კონკურსის მიზნის მისაღწევი ეფექტური საშუალება იყო. გუნდი კონკურსის I ტურში ათეულში მოხვდა. II ტურში კი ვეღარ მოახერხა ხუთეულში გადასვლა. ვთვლი, რომ ეს გამოუცდელობით მოხდა. მონაწილეებმა ვერ დაიცვეს გუნდურობის პრინციპი, რაც მომავალში გასათვალისწინებელი ფაქტორია. შედეგის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა აქტივობების განხორციელების ვადა გაიზარდოს.

 

 





No comments:

Post a Comment